მწვანე ჩაი (ჩინეთი)

რა არის მწვანე ჩაი?

მწვანე ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლებს რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.

თეთრი ჩაის მსგავსად ის წითელ და შავ ჩაისთან შედარებით გამოირჩევაა ნედლი ფოთლების და  ბალახის გემოთი. მწვანე ჩაი აგრეთვე შეიცავს ნაკლები კოფეინის და მაღალი ანტიოქსიდანტების რაოდენობას.

რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?

ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.

მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის  ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.

ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.
 

მწვანე ჩაის გადამუშავება

თეთრის ჩაის მსგავსად მწვანე ჩაიც  საერთოდ არ  გადის დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.

მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს  8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება მათი გამოშრობა ღუმელში ან ღია ცეცხლზე. შემდეგ ხდება ჩაის ფოთლების დახვევა სხვადასხვა მეთოდებით (მსუბუქად დახვევა, მჭიდროდ დახვევა, სპირალები, ბურთულები და ა.შ.). მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი გამოშრობის საბოლოო პროცესი. გამომშრალ ფოთლებს მომწვანო ფერი დაკრავთ რადგანაც მათ დაჟანგვის პროცესი არ გაუვლიათ.

 

ლინ იუნი თეთრი ბუმბული
3-4 წთ.70-75°C3-4 გრ.

ჩინური მწვანე ჩაის ახალგაზრდა ფოთლები რომელსაც კრეფენ გაზაფხულზე. ნაყენი გამოირჩევა მსუბუქი ხილის გემოთი.

ტაი მუ ლონგ ცუ
3-7 წთ.70-75°C3-4 გრ.

ჩინური მწვანე ჩაის  ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობა. ახალგაზრდა მწვანე ფოთლები ხელითადაა დახვეული მარგალიტის ფორმებად. ნაყენი გამოირჩევა მსუბუქი და მოტკბო გემოთი. 

გველეშაპის მარგალიტი ჟასმინით
3-7 წთ.70-75°C3-4 გრ.

ჩინური მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობა. ახალგაზრდა მწვანე ფოთლები ხელითადაა დახვეული მარგალიტის ფორმებად. ნაყენი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ჟასმინის არომატით. 
 

ბურთულები
3-4 წთ.70-75°C1 გრ.

ხელით დახვეული ბურთულის ფორმის ჩინური მწვანე ჩაი. ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.

ჩინური ჟასმინით

2-3 წთ.70-75°C3-4 გრ.

ჩინური მწვანე ჩაი ჟასმინით იუნანის პროვინციიდან. იგი განსხვავდება სხვა ჟასმინიანი ჩაებისგან არომატიზაციის მეთოდით. ჩაის დამზადებისად ჟასმინის ყვავილები ინახება ჩაისთან ერთად. ნაყენს გააჩნია მუქი მოყვითალო ფერი და მკვეთრი გემო. 

ცის ტაძარი

2-3 წთ.70-75°C3-4 გრ.

მჭიდროთ დახვეული პატარა ბურთულები, რომლებიც იშლება ჩაის დაყენებისას. ერთი ჭიქის დასაყენებლად საჭიროა მხოლოდ 2 გრ. ჩაი. გამოირჩევა მკვეთრი გემოთი და ძირითადად მიირთმევენ დილით.

ჟასმინი მაიმუნების მეფე

2-3 წთ.70-75°C3-4 გრ.

ჩინური მწვანე ჩაი ჟასმინით ჰუნანის პროვინციიდან. ჟასმინის მსუბუქი არომატის და არაჩვეულებრივი მატონიზირებელი თვისებების გამო ეს ჩაი გახდა ძალიან პოპულარული. 

 

ლუნ ჩინი

2-3 წთ.70-75°C3-4 gr.

ლუნ ჩინი ანუ "გველეშაპის ქვა" – არის ჩინური მწვანე ჩაი. ის მოდის პლანტაციაზე რომელიც განლაგებულია სი ხუს ტბასთან, ცჟეძიანის პროვინციაში. ლუნ ჩინი გამოირჩევა ჩაის ფოთლის ლამაზი ფორმით. ნაყენს აქვს არაჩვეულებრივი არომატი და განუმეორებელი გემო.